ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის "სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე" მოსკოვში ხვალ იმსჯელებენ

მოსკოვში ხვალ, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოქმედ ე.წ. სამთავრობათაშორისი კომისიის მე-14-ე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "ტასი" ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

შეხვედრას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ხლოპონინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეკოვი დაესწრებიან.

უწყების ცნობით, მხარეები სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში არსებულ საკითხებს განიხილავენ.