პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტ "პანორამა თბილისის" შეჩერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს თავისი პოზიცია გააჩნია.
აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის საკითხი მუნუციპალიტეტებმა და თვითმმართელობებმა მოქალაქეებთან დიალოგით უნდა გადაწყვიტონ.
"ცხადია, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ მსგავსი ტიპის საკითხი უნდა გადაწყდეს მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების მიერ, მოქალაქეებთან აქტიური დიალოგის და ჩართულობის ფონზე", - განაცხადა აბაშიშვილმა.