"საზოგადოებისთვის დღეს ნაკლებად საინტერესოა, რა შეცდომა იქნა დაშვებული ორი კვირის წინ"

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ორი კვირის წინ შეცდომა იქნა დაშვებული, ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფით.

მისი თქმით, უფრო და უფრო მეტია მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო საბჭოს გამოყოფას შეცდომად აფასებს.

"ფაქტია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. უფრო და უფრო მეტია მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ამ შეცდომას აღიარებს, სხვადასხვა ფორმით. იყო ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის განცხადებები. დღეს ვნახეთ კიდევ ერთი მინისტრის განცახდება. საზოგადოებისთვის დღეს ნაკლებად საინტერესოა, რა შეცდომა იქნა დაშვებული ორი კვირის წინ, მისთვის მთავარია სტაბილურობის გაჩენა, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ მათი დანაკარგები არ გაიზარდოს. სწორედ ამიტომაა საჭიროა, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ახლა უკვე ამ სამი ინსტიტუტის კოორდინირებული მუშაობა, საზოგადოებისთვის ეკონომიკური გეგმის წარმოდგენა, რომ მან თავად შეძლოს გაანალიზება რამდენად სტაბილურ გარემოში შეუძლია იცხოვროს, მომდევნო თვეების განმავლობაში", - განაცხადა აბაშიშვილმა.