მართმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სიონის ტაძარში აღავლინა.
ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
"ეს არის განსაკუთრებული დღე ქართველი ხალხისთვის. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისა. ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უნდა მოსულიყო, რომ გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა ისეო ქრისტესი", - ბრძანა პატრიარქმა.