ჯონ კერიმ და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში მოლაპარაკებები გამართეს

ჯონ კერიმ და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში მოლაპარაკებები გამართეს.

"ტასის" ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სირიაში არსებულ სიტუაციასა და მიგრანტების საკითხზე ისაუბრეს. გერმანიის პირველი დიპლომატის მოსაზრებით, ომი სირიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ საერთაშორისო საზოგადოება თურქეთის, საუდის არაბეთის, ირანისა და რუსეთის ჩათვლით, ერთიან პოზიციას შეიმუშავებს.

თავის მხრივ, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ კონფლიქტი სირიაში მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს, თუმცა ვაშინგტონისთვის ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებაში დარჩენა მიუღებელია.

მიგრანტებზე საუბრისას, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ მომავალ წელს აშშ 100 000 მიგრანტის მიღებას გეგმავს.