უკრაინის გენ. პროკურორი რადის დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნისკენ მოუწოდებს

უკრაინის გენ. პროკურორი რადის დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნისკენ მოუწოდებს

უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, უმაღლეს რადაში ხალხის რჩეულებს მოუწოდებს, დეპუტატის ხელშეუხებლობაზე უარი თქვან.

შოკინი მოუწოდებს პარლამენტარებს შესაბამისი კანონი მიიღონ და იმუნიტეტი გაიუქმონ.

"თუ არ იქნება კანონი, მაშინ დეპუტატების პასუხსგებაში მიცემის პრობლემა ისევ და ისევ განმეორდება. საერთოდ კარგი იქნებოდა მათი მხრიდან, გააუქმონ თავიანთი ხელშეუხებლობა. მაშინ ასეთი პრობლემა არ იარსებებდა", - განაცხადა შოკინმა

ამასთან გენერალური პროკურორი უარყოფს სახალხო დეპუტატების სიის არსებობას, რომლის თანახმადაც პარლამენტარები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

"არავითარი სია არ არსებობს. არც შოკინის სია და არც რაიმე სახის სხვა სია. არსებობს მხოლოდ საკანონმდებლო პრობლემა", - აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

ცნობისთვის, ფრაქცია "პეტრე პოროშენკოს ბლოკის" ხელმძღვანელი იური ლუცენკო ირწმუნებოდა, რომ გენერალურ პროკურორს აქვს იმ ადამიანების სია, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მისი განცხადებით, სიაში უმაღლესი რადის დეპუტატები, მათ შორის ყველა ფრაქციის წევრები მოხვდნენ.