სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად რუსთაველის გამზირზე ფერადკანიან მამაკაცს.
როგორც ვიდეოს ავტორები აცხადებენ, "დინამოს" ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს "გაწმენდით სამუშაოებს".
"თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ", - აღნიშნულია ტექსტში, რომელიც ვიდეოს ახლავს თან.