მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა. 5,10 მეტრის სამაღლის 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვარი ტაძრის გუმბათზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით აიტანეს.
მანამდე კი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევის შესაბამისად, მახათას მთაზე შეკრებილმა მრევლმა ერთხმად აღავლინა ლოცვა და "კურთხეულო ღვთისმშობელო.".
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთი მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე სიონიდან მოვიდა, სადაც მან ღვთისმშობლის შობის დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულება პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავისთვის - 2017 წლის 25 დეკემბრისთვის იგეგმება.