"საერთაშორისო გამვირვალობა -საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, საუბარი შეეხება იმ არასასურველ ტენდენციებს, რომლებიც მედიაგარემოში ბოლო პერიოდში შეინიშნება.
"ასეთი ფორმატის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდონ მედიაგარემოში არსებული ვითარების შესახებ. როგორც თქვენ იცით, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არასასურველი ტენდენცია შეიმჩნევა. მაგაელითად "რეკლამის შესახებ" კანონი რომ ავიღოთ, რომელიც გარკვეულწილად უზღუდავს ზოგიერთ მედიასაშუალებას შემოსავლის წყაროებს. ასევე პრობლემურია პოლიტიკური ტოკშოუების დახურვაც, რა კუთხითაც ბევრი კითხვის ნიშანი ისმის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირდაპირ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია და შემდეგ მისი ანალიზი მოახდინონ", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.