ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო ირანში ჩავიდა, სადაც ე.წ. ფარჩინის სამხედრო ობიექტი დაათვალიერა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, საერთაშორისო ინსპექტორები და აშშ-ის დაზვერვა აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ობიექტზე ირანი ატომური იარაღის შექმნისკენ მიმართულ სამუშაოებს ახორციელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ფარჩინის ობიექტის დათვალიერებას რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.