ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაიდუგურიში 3 აფეთქება მოხდა, შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, აფეთქებების სერია მეჩეთის სიახლოვეს მოხდა. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ბორნოს შტატში, სადაც ქალაქი მაიდუგური მდებარეობს, ისლამისტები ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ესხმიან თავს. ბოლო 3 თვის განმავლობაში დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წევრებმა 800-მდე ნიგერიელი მოკლეს.