რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების კუთხით მის უწყებას პრობლემა ექნება. შესაბამის განცხადებას მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს.
"წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება, რადგან ავანსებით გეგმის შესრულებას არ ვაპირებ. ადრე 20-30 %-მდე ავანსები გაიცემოდა, რაც ბიუჯეტის სახსრების ათვისებად ითვლებოდა. როდესაც მიზეზი ვიკითხე, პასუხი არავინ გამცა.
ავანსის გაცემის ახალი ფორმულა ასეთი იქნება: 10%+10% (დასაბუთების შემთხვევაში კომპანია ავანსად 10%-ს მიიღებს, შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ასევე დასაბუთებულად 10%-ის ჩარიცხვაა შესაძლებელი) თუმცა კომპანიებმა დასაბუთებულად უნდა წარმოადგინონ, რისთვის სჭირდებათ ავანსი. თუ დეკემბერსა და იანვარში სამუშაოები შესრულებული არ იქნება, თანხას არ გავცემთ", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.