გლდანში, ახმეტელის მეტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, პოლიციის თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
"ინტერპრესნიუსი" სასწრაფო დახმარების სამსახურს დაუკავშირდა, სადან აღნიშნეს, რომ დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენა. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.