მგზავრებს მახათას მთაზე უფასო ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. "21 სექტემბერს მახათას მთაზე მოხდება ტაძრის ჯვრის აღმართვა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, დაინიშნა დამატებითი უფასო მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტები. კერძოდ, 21 სექტემბერს, 08:00 საათიდან შუადღემდე მგზავრებს მახათას მთამდე გადაადგილება შეეძლებათ: ვარდების მოედნიდან, გადასასვლელი ხიდიდან (ხუდადოვის ქუჩის დასაწყისი) და მეტროსადგურ "ვარკეთილიდან", _ აცხადებენ მერიაში.