მტკიცე იმედი გვაქვს, რომ სამართლებრივი პროცესი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღსრულდება, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როგორ აფასებს აშშ გიგი უგულავას ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
"რაც შეეხება უგულავას საქმეს, ჩვენმა საელჩომ გაავრცელა განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც იყო ძალიან პოზიტიური მოვლენა. მსურს განვაცხადო, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ყველა ამ საქმეს და მტკიცე იმედი გვაქვს, რომ სამართლებრივი პროცესი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღსრულდება", - აღნიშნა ბერლინერმა.