საბერძნეთში, სადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ალექსის ციპრასის პარტია "სირიზა" ლიდერობს.
"ეგზიტპოლის" პირველადი მონაცემებით, პარტიამ 34% დააგროვა. მეორე ადგილზე 32,5%-ით მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ახალი დემოკრატია" გადის.
მესამე აგილზე 6,5%-ით ულტრამემარჯვენე პარტია "ოქროს აისია".
საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა წინასწარ გამოკითხვას ხუთი ორგანიზაცია ატარებდა.