იმედი მაქვს, სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება

იმედი მაქვს, სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება

იმედი მაქვს, სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქი მოსკოვის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორს, ვერიის მთავარესპისკოპოსს ევგენის მასპინძლობს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან მოსკოვის სასულიერო სემინარია 1960 წელს დაამთავრა.

"მისწავლია ამ წმინდა მონასტერში რვა წლის განმავლობაში. ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი საბადოა. მე გულითადად მივესალმები მთავარეპისკოპოს ევგენის, მის თანმხლებ პირებს, უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. იმედი მაქვს, რომ სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და და სამაჩაბლოს დაიბრუნებს. საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ჩვენ ღვთისმშობელ დედას შევთხოვთ, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყნებში და ჩვენს ეკლესიებში", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს წმინდა სამების ხატი გადასცა. თავის მხრივ სამებაში შეკრებილ მრევლს  მთავარეპისკოპოსმა ევგენიმაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება.