მოსკოვი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ავიაბაზის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ "ლენტა.რუ" წერს. გავრცელებული ცნობით, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე გასცა ბრძანება ხელი მოეწეროს შესაბამის შეთანხმებას. პრეზიდენტმა ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს დაავალა დაიწყონ საჭირო მოლაპარაკებები მინსკთან.
2014 წელს ცნობილი გახდა, რომ რუსული "სუ-27"-ის ტიპის თვითმფრინავები ბობრუისკის აეროდრომზე უნდა განთავსებულიყო. ბარანოვიჩის საჰაერო ბაზაზე კი "სუ-27"-ის სამხედრო თვითმფრინავები უკვე გამოჩნდა.