ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, პირობით საზღვარზე კონტროლის გამკაცრება 20 სექტემბერს, ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების დღესასწაულს უკავშირდება.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, ე.წ საზღვრის გადაკეტვა, გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს.
"პრობლემები თავისთავად იქნება, დაახლოებით 1 200 ადამიანია, ვინც იქ არის და სხვადასხვა საქმის გამო, ყოველდღიურად გადაადგილდება. შესაძლოა, სურსათის და მედიკამენტების პრობლემაც იყოს. როგორც მათ გაავრცელეს ინფორმაცია, მიზეზი, 20 სექტემბერს, ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების დღესასწაულია",- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.