გიგი უგულავას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გიგი უგულავას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

ამავე საქმეზე ბრალდებული დავით კეზერაშვილი კი გაამართლა და პატიმრობა გაუუქმა.

მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, გიგი უგულავას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.