რუსეთი სირიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხს განიხილავს

რუსეთი სირიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხს განიხილავს

რუსეთის ხელისუფლება სირიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნას განიხილავს, თუკი ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დამასკოს თხოვნა იქნება. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დღეს სირიის თავდაცვის მინისტრმა ვალიდა მუალემამ აღნიშნა, რომ შესაბამისი თხოვნით მოსკოვისადმი მიმართვის შესაძლებლობა განიხილება.

"სირია სთხოვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ძალების მხარეს იბრძოლოს, თუკი ამის აუცილებლობა იქნება", - განაცხადა სირიელმა მინისტრმა. მანვე მიუთითა, რომ ამ დროისთვის სირიაში რუსი სამხედრო სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს სწავლებებს უტარებენ რუსული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, არც რუსეთი და არც ირანი სირიის შიდა საქმეებში არ ერევიან.

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სირიაში რუსეთი სამხედრო ყოფნას აძლიერებს.