საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზეწოლის ფაქტებზე განცხადების გაკეთებისას მეტ კონკრეტიკაზე უნდა ისაუბროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან ველოდები უფრო დამაჯერებელ და არგუმენტირებულ განცხადებას. გამიცრუვდა მოლოდინი. მეგონა პაპუაშვილი ერთ განცხადებას მაინც გააკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ტურავას ღირსების დასაცავად, რადგან ეს ეხებოდა მთლიანობაში სასამართლოს პრესტიჟს. პაპუაშვილი ისმენდა მშვიდად იმ ლანძღვა-გინებას მოსამართლის მიმართ, რომელიც მთლიანად სასამართლო კორპუსს აყენებდა ჩრდილს. ველოდები, რომ პაპუაშვილი უფრო არგუმენტირებულ განცხადებას გააკეთებს თუ რა ზეწოლაზე არის საუბარი. მან უნდა თქვას კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ზეწოლა. ვინ ახდენს ზეწოლას. "ნაციონალური მოძრაობა" ხომ არა?!. თუ ვინმე არის, კონკრეტულად მან ეს უნდა დაასაბუთოს და ვფიქრობ, ეს იქნება განხილვის და განსჯის საგანი. თუUიგულისხმება ცალკეული აქციები, ეს სიტყვისა და გამოხატვის თვისუფლების სფეროა და ხელისუფლება ვერავის დაუშლის აქციის ჩატარებას, თუ ის კანონის დარღვევის სახეს არ იღებს. ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ყველა ვალდებულია ეს გადაწყვეტილება მიიღოს და დაიწყოს მისი აღსრულება, მოსწონს ეს თუ არა", -განაცხადა ეკა ბესელიამ.