აშშ-ის ელჩი იან კელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
“გაოცებული ვარ იმ თბილი დახვედრით, რომელიც ვნახეთ მე და ჩემმა მეუღლემ თბილისში და პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სწრაფი მიღებით. ძალიან კარგი და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. აშშ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ვისაუბრეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და, ასევე, განვავითაროთ მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობები, რაც საქართველოს აქცევს წარმატების მაგალითად“, - განაცხადა ელჩმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იან კელის საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა.