საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოსამართლეებზე ზეწოლა გახშირდა.
„16 სექტემბერს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლები გარკვეულ მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმით, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ ადგილებში, აკეთებენ მათ ბლოკირებას. ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორების სახით, მუქარის შემცვლელი გადაწყვეტილებები კეთდება, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს. მე მოვუწოდებ სამართალდამცველებს, დროულად და ადეკვატურად მოხდინონ ამ ფაქტებზე რეაგირება, რათა ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ის უკვე ესაუბრა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ფაქტების აღკვეთა.