საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული მხოლოდ ორი საკანონმდებლო ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული მხოლოდ ორი საკანონმდებლო ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მოწვევის პარლამენტის მიერ კანონის სახით მიღებული მხოლოდ ორი ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად - ყველა დანარჩენი გადაწყვეტილება იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდეა მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას მიაწოდა.

ხმალაძის თქმით, გასული წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა გამწესრიგებელი სხდომა და 13 არსებითი განხილვა გაიმართა. როგორც ხმალაძემ განაცხადა, ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილებები მიღებულია, ზოგიერთ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

"იყო შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ამა თუ იმ კანონის კონკრეტული ნორმა, ან ნორმის ნორმატიული შინაარსი. იყო შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. აქვე მინდა შევნიშნო, რომ სულ ორი შემთხვევა იყო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ამ მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა. ყველა დანარჩენი იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო მიღებული", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.