ტელეკომპანია

ტელეკომპანია "იმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ გავიდა და განაცხადა, რომ ზუსტი დრო საბოლოო გადაწყევტილების მოიგვიანებით გახდება ცნობილი.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გიგი უგულავას დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა ამ უფლებაზე უარი განაცხადა. როგორც უგულავამ სხდომაზე განაცხადა, თავისი თავმყოვარეობა არ აძლევს იმის უფლებას, რომ პროცესზე სიტყვა წამროთქვას, რადგან როგორც პროტკურატურას, ასევე მოსალთლეს ეს სიტყავა არ აინტერესებთ.

"არ ვაპირებ საბოლოო სიტყვის თქმას, რადგან ვიცი, რომ ეს არავის აინტერესებს, არც მოსამართლეს და არც პროკურატურას. ხოლო საზოაგდოებამ ისედაც იცს ყველაფერი. მირჩევნია ოქმში დარჩეს, რომ ეს საქმე დასრულდა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის გარეშე. მე არ დამიწყია დროის გაწელვა", - განაცხადა უგულავამ.