საქალაქო სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ოქროპირიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყების წინ, მახარაძის დედას ნინო დიდებულიძესა და ოქროპირიძის დედას შორის შელაპარაკება მოხდა.
"ნაძირალა ქალი რომ ხარ, უკეთესს რას გაზრდიდი. შენი შვილი ჩალპება ციხეში", - ამ სიტყვებით მიმართა ნინო დიდებულიძემ ოქროპირიძის დედას.
დაცვის მხარემ პროკურორის დავით ნეფარიძის აცილება მოითხოვა. ადვოკატის შუამდგომლობას, პროკურორის აცილების თაობაზე თავად დავით ნეფარიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მისი ერთადერთი დაინტერესებაა, რომ თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად აგოს პასუხი.
მოსამართლემ დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობაზე იმსჯელად და პროკურორის აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.