თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს.
ახალაია აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ამჟამინდელი ხელისუფლების დასასრულის მკაფიო დასაწყისია.
"ვულოცავ გიგის - უკანონო პოლიტპატიმარს განთავისუფლებას! ვუსურვებ წარმატებებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ გიგი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რიგგარეშე არჩევნების მიღწევაში. მანამდე კი მთავარია ამ უნამუსო ხელისუფლებამ ისევ უკანონოდ და უსამართლოდ არ დაიჭიროს და ისევ არ დაატყვევოს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ეს ფაქტი უკვე სწორედ რომ მათი დასასრულის მკაფიო დასაწყისია", - ნათქვამია განცხადებაში.