"საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს"

პარლამენტის თავმდჯომარემ დავთ უსუფაშვილმა საბჭოს წევრებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მათ საქმიანობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

"საბჭო დაკომპლექტებულია და უფლებამოსილია შეუდგეს საქმიანობას. ვუსურვებ მათ წარმატებებს ამ რთულ საქმეში. მათ საქმიანობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, იმ რეფორმის წარმატებასთან დაკავშირებით, რაც ეროვნული ბანკის სისტემაში მოხდა და რასაც იმედით ველით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ეფრემ ურუმაშვილის ზედამხედველობის საგენტოს საბჭოს წევრად დანიშვნას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, 80 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი. რაც შეეხება ეკატერინე გალდავას მასაც დეპუტატების უმრავლეოსაობამ დაუჭირა მხარი, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა 81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი. დეპუტატებმა ირაკლი კოვზანაძის კანდიდატურასაც დაუჭირეს მხარი, 82 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი. ასევე, კენჭი ეყარა საშა ტერნესის კანდიდატურას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა 82 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი.

პარლამენტმა დღეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებად მთავრობის მიერ წარდგენილი ოთხი წევრი აირჩია. საბჭოში ასევე შევლენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო დანიშნავს.

დარჩენილია ერთი ვაკანტური ადგილი, რომელსაც მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად მოგვიანებით წარუდგენს.

ეფრემ ურუმაშვილი საბჭოს წევრად 5 წლის ვადით, ხოლო ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვზანაძე და საშა ტერნესი 7 წლის ვადით აირჩიეს.