„სადმე გაქცევა რომ მინდოდეს, პროკურორი მალხაზ კაპანაძე დამაკავებს?“

„სადმე გაქცევა რომ მინდოდეს, პროკურორი მალხაზ კაპანაძე დამაკავებს?“

"ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების ეპიზოდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პროცესის გადადება აუცილებელია.

უგულავას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა, სადაც მის საკითხს განიხილავდნენ. ამასთან, ყოფილმა მერმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესაც მიმართა და განაცხდა, რომ უკვე ორი დღეა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლები მის ზურგს უკან საუბრობენ.

„მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ ხელისუფლების წარმომადგენელებს ჰქონდათ შეხვედრა. ნუთუ მეტი საქმე არ აქვთ. ასეთ შეხვედრაზე გაიგებდნენ ალბათ მეჭიაური და ვოლსკი იმას, რაც თქვეს. ქვეყანაში არაჯანსაღი ფონია შექმნილი. გამოცხადებული "სიკვდილის ქრონიკაში" მგონია თავი. სადმე გაქცევა რომ მინდოდეს, პროკურორი მალხაზ კაპანაძე დამკავაებს? ღვთის წინაშეა დაფიცებული, რომ 10 ოქტომბერს უნდა მოხდეს ამ პროცესის დასრულება თუ რა ხდება?“, - განახადა უგულავამ

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ კი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ეს ყველაფერი არასანდო მოლოდინებს აჩენს და ვნებს პროცესებს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.