აშშ-ის საელჩო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო  გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი.

"ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს, როგორც კანონებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს, (სახელმწიფოსი) რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, თუ რა (დიდი) მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა საქმე განხილულ იქნას სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით", -აღნიშნულია განცხადებაში.