თეთრი სახლი მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

თეთრი სახლი მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

აშშ მზად არის, სირიის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვთან "შეზღუდული სახის" მოლაპარაკებები გამართოს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.

"ასადის რეჟიმისთვის დახმარების გაწევა - უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ამის შესახებ მოსკოვი არაერთხელ გავაფრთხილეთ", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია მზად არის, მოსკოვთან სირიაში არსებული ვითარება და ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის საკითხები განიხილოს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მსოფლიო პრესაში რუსეთის მიერ სირიაში მძიმე შეიარაღებისა და სამხედროების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.