გიგი უგუგალავ მიიჩნევს, რომ განაჩენის დღეს გამოტანა სამართლებრივად შეუძლებელია. ამის შესახებ გიგი უგლავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს არ ააჩქერებენ, დღეს სასამართლო პროცესი ტექნიკურად ვერ დამთავრდება.
"დღეს, სამართლებრივად, განაჩენის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ მოხდა სამართლებრივი ძალადობა. დღეს ამ საქმეზე ადვოკატი დასკვნით სიტყვის ეტაპზეა, ამის შემდეგ რეპლიკების ეტაპია, რეპლიკებს ბრალდება და შემდეგ ჩვენ ვამბობთ, ცალკე ეტაპია ბრალდებულის სიტყვა. შემდეგ მოსამართლემ, როდესაც 3 წელი მიდის საქმე, შეუძლებელია, გამოიტანოს მაშინვე განაჩენი, თუ არ მოქმედებს მეჭიაურის ინსტრუქციებით", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება. გიგი უგულავა პროცესზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. მას საქალაქო სასამართლოს ეზოში გულშემატკივრები, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და პარტიის ლიდერები დახვდნენ. გიგი უგულავამ მხარდამჭერებს მიმართა და მათ გამძლეობისა და მოთმინებისკენ მოუწოდა.