ივანიშვილი გვერდზე უნდა გაიწიოს, თავი დაანებოს პოლიტიკურ დევნას და შეწყვიტოს სიგიჟე

ივანიშვილი გვერდზე უნდა გაიწიოს, თავი დაანებოს პოლიტიკურ დევნას და შეწყვიტოს სიგიჟე

ივანიშვილი გვერდზე უნდა გაიწიოს, პოლიტიკურ დევნას თავი დაანებოს და შეწყვიტოს სიგიჟე, - ამის შესახებ გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, არჩევნებზე ერთმანეთს შეეჯიბრონ.

"უნდა გაიწიოს ივანიშვილი გვერდზე, დაანებოს თავი პოლიტიკურ დევნას, შეწყვიტოს სიგიჟე, რომელიც ქვეყანას, ეკონომიკას და რეპუტაციას ვნებს. შევეჯიბროთ არჩევნებზე. როგორც ჩანს, ივანიშვილს განცდა აქვს, რომ წააგებს არჩევნებს და ითავისუფლებს მოედანს ყველა მეთოდით. საქართველო ჩრდილოეთ კორეა არ გახდება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, მისი ძალა არის სიმართლე და გამძლეობა და გაუძლებს ნებისმიერ გამოწვევას, ისე რომ უკან არ დაიხევს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "იმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესია დანიშნული. გიგი უგულავა პროცესზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. მას საქალაქო სასამართლოს ეზოში გულშემატკივრები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და პარტიის ლიდერები დახვდნენ.