საქალაქო სასამართლოში დღეს "ტელეიმედის" საქმისა და რიყის გასხვისების ეპიზოდზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.
როგორც თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული, ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გიგი უგულავა პატიმრობაში დააბრუნოს.
საქმის პროკურორი გიგა ძნელაძე კი აცხადებს, რომ უკვე 20 დღეა რაც დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას ელოდებიან, თუმცა დღემდე არ წარმოთქმულა.
მისივე თქმით, თუ კი დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის, სავსებით შესაძლებელია, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუველზე გუშინ საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
უგულავა ჯერჯერობით საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადებულა. საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ადგილზე ასევე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.