საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატურები კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარუდგინა.

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების კანდიდატურები გუშინ წარუდგინა. პარლამენტში ოთხი კანდიდატურა შევიდა. თუმცა მთავრობას პარლამენტისთვის სულ 5 კანდიდატურა უნდა წარედგინა.

კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 7 წევრიდან 5-ს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით - სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.