როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა „პირWელს“ განუცხადა, ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოს შეუძლიათ, კანონის მიხედვით იმოქმედონ.
დეპუტატის თქმით, გაუქმდა 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ფორმა, რომელიც აძლევდა საშუალებას წლობით ჰყოლოდათ წინასწარ პატიმრობაში ადამიანები, რაც მისასალმებელია.
„საქალაქო სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. საქალაქო სასამართლოს და, ზოგადად, სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შეიძლება გაკრიტიკებული იყოს, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ ჩვენ მას უბრალოდ ვაღიარებთ და ვმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს დამოუკიდებელი სასამართლოები. ეს ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს და საქალაქოსაც, შეუძლია, კანონის მიხედვით იმოქმედონ. გაუქმდა 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ფორმა, რომელიც აძლევდა საშუალებას წლობით ჰყოლოდათ წინასწარ პატიმრობაში ადამიანები და, თავისთავად, ამას მივესალმები. შეეხო ეს გიგი უგულავას და შეეხება კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც 9 თვეზე მეტი ზის წინასწარ პატიმრობაში. საქართველოში 9 თვეზე მეტი არ იქნება წინასწარი პატიმრობა არავისთის“, - განუცხადა „პირWელს“ ბერძენიშვილმა.
რაც შეეეხება დღევანდელ პროცესს, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო მიიღებს, პარლამენტი დაემორჩილება და პატივს სცემს.
„სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, როგორც ახლა დავემორჩილეთ და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, პარლამენტი დადებითად შეხვდება. მოსამართლეს შაუძლია გამოაცხადოს განაჩენი, ან გამამართლებელი, ან გამამტყუნებელი. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. მოსამართლემ უნდა მიუსაჯოს ან არ უნდა მიუსაჯოს, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მის გადაწყვეტილებებს ჩვენ დავემორჩილებით“, - განუცხადა „პირWელს" ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გიგი უგულავას ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
დღეს საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესია ჩანიშნული.