გიგი უგულავას წინააღმდეგ დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

გიგი უგულავას წინააღმდეგ დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. 
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე განახლდება და მასზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება. 

ადვოკატების შეფასებით, ხელისუფლება სასამართლოსთან ალიანსში ცდილობს, უგულავა კვლავ უკანონო პატიმრობაში დააბრუნოს. მათი თქმით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თბილისის ყოფილი მერი უკანონო პატიმარი იყო. 

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ წუხელ მიიღო. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.