"გამოუშვით უგულავა და ახალაია და რასაც მიიღებთ ნახავთ...ფურთხის ღირსები ვყოფილვართ"

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ეს კომენტარი იმდენად ასახავს ჩვენ დღევანდელ ყოფას (თუ უფრო სწორედ არ ყოფნას) რომ აღარ ჩათვალე საჭიროდ სხვა სიტყვებით დამეწერა ის რასაც სრულიად ვიზიარებ და რაც მშენივრად ნათქვამია … და რისთვის მადლობელი ვარ Giorgi Mskhiladze სი ….!

"-მოკლედ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ არ გამომივა, გიგი უგულავა სრულად არის პასუხისმგებელი და მონაწილე ასევე გადაწყვეტილების მიმღები იმ დანაშაულებებზე რასაც ნაც მოძრაობა ჩადიოდა 9 წლის მანძილზე უგულავას და ბოკერიას მეტი პასუხი მოეთხოვება ჩემი აზრით ვიდრე იმ სადისტებს და უშუალო შემსრულებლებს ვინც ამ დანაშაულობებს ჩადიოდა (ისინი ბუნებამ დაბადა ასეთებად და ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ ყველაფერზე რაც გააკეთეს) ესენი ამ ბოროტი მანქანის გენერატორები და იდეოლოგები იყვნენ სააკაშვილთან ერთად მაგრამ 1 იმ პროკურატურას რა ვუთხარი, რომელიც გიგი უგულავას ბრალს ვერ უმტკიცებს თითქმის წელიწადია. 2. იმ "თავისუფალ" სასამართლოს რომელსაც განაჩენი 9 თვეა 2 საქმეზე ვერ გამოაქვს, 3. საზოგადოებას რომელსაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვს და გრიგოლიას რეაქციას მისტირის.4. პოლიტიკოსებს რომლებსაც უგულავასგან განტევების ვაცი გამოყავთ და ჩაგრულის მანტიას არგებენ და ბოლოს.
მე- 5 მთავრობას რომელმაც თავი გაიფარჩაკა და ესე დასაცინად გაიხადა საქმე და 3 წელია იძახის თქვენ ჩვენზე უარესები იყავითო, საქმე იქამდე მიიყვანეთ რომ საკონსტიტუციო სასამართლო საჯილდაო ქვად აქციეთ და კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად და ამით სახელმწიფოს აყენებთ შეურაცხყოფას თუ ასეთი მცნება გაგვაჩნია საერთოდ (როგორც ქუთაისის კოლორიტი ბ-ნი გოგი წულაია იტყოდა ამ კონსტიტუციას ისე ჭრიან და კერავენ ვეღარ გავიგე კონსტიტუციაა თუ შარვალკოსტუმიო) ასე რომ ხელისუფლების საყურადღებოდ მოექეცით კანონის ჩარჩოებში თუ არ გაქვთ თავი მაშინ გამოუშვით უგულავა და ახალაია და რასაც მიიღებთ ნახავთ და თუ გამოვლენ და ამას ხალხი გადაყლაპავს მართლა ფურთხის ღირსები ვყოფილვართ! ", – წერს სალომე ზურაბიშვილი.