ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს ბრძოლა არ დაუმთავრებია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გიგი უგულავამ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ჩაუსაფრდება და პირველივე მოსახვევში კვანტის დადებას შეეცდება.
"მე ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო. მთელი დღის განმავლობაში ვინც ამ გადაუწყვეტელ სიტუაციაში იყო. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს ბრძოლა არ დაუმთავრებია. კარგად ნახეთ, თუ როგორ მოიქცა მოსამართლე ტურავა. კარგად ხედავდით, რა დღეში იყო პროკურატურა, რომელსაც სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავდა, რომ პროცესი გაეწელა. დარწმუნებული ვარ, ესენი ჩასაფრდებიან და პირველივე მოსახვევში ეცდებიან კვანტი დამიდონ", - განაცხადა უგულავამ.