საკმაოდ ვრცელი მასალებია და დაცვის მხარე როგორც ამბობსს, რომ სარეზოლუციო ნაწილი ერთი წინადადებაა, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა შესვენებაზე გაეცნობა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე ადვოკატების შუამდგომლობას. სწორედ ამის შემდეგ დააფიქსირებს პროკურატურა საკუთარ პოზიციას.
"ვეცნობით დაცვის მხარის შუამდგომლობას, ფიზიკურად არ გვქონდა გადმოცემული და ახლა მოგვცა დაცვის მხარემ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სქელკანიანი, გამოქვეყნდა, როცა ჩვენ სასამართლო პროცესზე ვიყავით. ამას უნდა გავეცნოთ, მათ შორის, შუამდგომლობებსაც. საკმაოდ ვრცელი მასალებია და დაცვის მხარე როგორც ამბობს, რომ ერთი ცალი წინადადებაა, ეს ასე არ არის", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.