ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა

ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა

ვანო მერაბიშვილმა სასამართლო ხმამაღალი შეძახილების ფონზე პროტესტის ნიშნად დატოვა. მერაბიშვილის გაღიზიანება გამოიწვია პროკურორ ჯარჯი წიკლაურის შუამდგომლობამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად დრო სჭირდებათ.

"ტელევიზორი არ გაქვთ?! არ გრცხვენიათ?!", - რამდენჯერმე მიმართა მერაბიშვილმა პროკურორებს და სხდომა მოსამართლის შენიშვნის შემდეგ დატოვა.