თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთან ერთად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბარლდებული ვანო მერაბიშვილიც მიიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ვანო მერაბიშვილი ბრალდებულია 7 ნოემბრის საქმეზეც, ხოლო გიგი უგულვას ხელახალი 9-თვიანი პატიმრობა სწორედ ამ საქმეზე აქვს შეფარდებული.
პროცესი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი განიხილება, ამ წუთებში დაიწყო