სასამართლომ

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის განცხადებით, მოსამართლემ სამივე შუმადგომლობაზე უარი თქვა და საქმეს აცილება არ მისცა.

მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის ქონება კვლავ დაყადაღებული რჩება.

"მოსამართლემ ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხდომაზე დაბარებული ვიყავით ამ შუამდგომლობის განსახილველად, აღმოჩნდა, რომ მოსამართლემ სამივე შუმადგომლობაზე გვითხრა უარი და ასევე საჩივარზეც უარი თქვა. მან არ აიცილა საქმის განხილვა და არ გადააწერა საქმე განსახილველად სამი მოსამართლის კოლეგიას, მათ შორის, შეეძლო თავადაც ყოფილიყო. ამ მოთხოვნას მოპასუხე მხარეც ეთანხმებოდა. ზეპირი განხილვა გვინდოდა ჩვენი საჩივრის ყადაღასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მას ეს საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განუხილავს, მან როდესაც ამხელა საზოგადოებირივი ინტერესი იყო, უარი გვითხრა და ასე ვთქვათ დაგვტოვა დაყადაღებული. ჩვენი საჩივარი კი გადააგზავნა სააპალაციო სასამართლოში. ჩვენ წინაარმდეგ არის სახელმწიფო მოსამართლე, ურთმელიძის სახით. მისი აცილება კიდევ ერთხელ დავაყენეთ და კიდევ დავაყენებთ იმიტომ, რომ არ ვენდობით. რაც შეეხება სარჩელს, მოთხოვნა გაიზარდა 18 თუ 19 მილიონი ლარით. ამ მოთხოვნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მტკიცებულება არ დარჩათ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან დღეს მოსამართლემ ორი მოწმეც გამორიცხა. ყადაღა რატომ გვადევს გაუგებარია. ეს იგივეა, რომ საქალაქო სასამართლოს ამ შენობაზე ვიდავო მტკიცებულებების გარეშე. რაც შეეხება იმ ორ მოწმეს არცერთი მათგანი არ მუშაობდა "რუსთავი 2"-ში. თანხის გადაცემის შემთხვევაში უნდა არასებობდეს დოკუმენტაცია, თუ ქიბარ ხალვაში ფულს ათეთრებდა და ვინმეს ჯიბეში უკუჭავდა, ჩემთვის უცნობია. ამას მოწმე ზეპირად ვერ დაადასტურებს, დოკუმენტაცია კი არ არსებობს",-განაცხადა გვარამიამ.