საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში ოპოზიციური ფრაქციები არ შევიდნენ

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში ოპოზიციური ფრაქციები არ შევიდნენ

პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში შესვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც აღნიშნული კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტს დადგენილების პროექტი წარუდგინა.

კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა 9 წევრით განისაზღვრა. მას ზვიად ძიძიგური უხელმძღვანელებს, ხოლო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები და არასამთავრობო და სამეცნიერი წრეების წარმომადგენლები. საპარლამენტო ოპოზიციიდან კომისიაში პავლე კუბლაშვილი იმუშავებს, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრია.

საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. პროექტის პარლამენტის ფორმატში განხილვამდე მისი ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა მოეწყოს.