იურისტმა ირმა ჭკადუამ ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების მომხრე იურისტებს და ექსპერტებს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდიდან მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა.
როგორც ირმა ჭკადუას განცხადებაშია ნათქვამი, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებობს ჩანაწერი უგულავას გათავისუფლების შესახებ, ის უნდა გასაჯაროვდეს. ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში, ის თავადაც მოითხოვს ყოფილი მერის გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭკადუა მოუწოდებს იურისტებს, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
„მივმართავ ექსპერტებს და იმ იურისტებს, რომლებიც მოითხოვენ გიგი უგულავას გათავისუფლებას. 1. 2015 წლის 17 სექტემბრის საკონსტიტუციი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებობს თუ არა ჩანაწერი გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე? და თუ არსებობს გთხოვთ სასწრაფოდ გაასაჯაროვოთ. 2. თუ მსგავსი ჩანაწერი არსებობს, ეს გახდებოდა კახი კახიშვილის უწყებისათვის უგულავას უპირობო გათავისუფლების საფუძველი (ასეთ შემთხვევებში სასამართლო თავად უზრუნველყოფს კონტროლს აღსრულებაზე შესაბამისად თავად მიმართავს შესაბამის ორგანოებს დაპატიმრებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე). 3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის საფუძველი არ ყოფილა გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება და არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები. 4. თუ გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ჩანაწერი არსებობს, მიღებულ გადაწყვეტილებაში მზად ვარ, მოვითხოვო მისი გათავისუფლება. სხვა შემთხვევაში დაველიდოთ კანონით განსაზღვრულ ქმედებებს და თავი შევიკავოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისაგან... კანონის წინაშე ყველა თანასწორია და სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები....“, - აცხადებს ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.