პროკურორ გიგა ძნელაძის განცხადებით, გიგი უგულავას საქმეზე დაცვის მხარის შუმადგომლობა, რომ მისთვის აღმკვეთის ღონისძიების ფორმა - პატიმრობა გაეუქმებინათ, აბსურდულია.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუმარტა, დაცვის მხარემ შუამდგომლობა რიყის პარკისა და ტელეკომპანია "იმედის" საქმის მოსამართლესთან დააყენა და აღნიშნული შუამდგომლობა ამ საქმეს არანაირად არ ეხება.
ძნელაძის განმარტებით, ამ სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე ან შეფარდებაზე და პატიმრობის გაუქმების თაობაზე შუამდგომლობა აბსურდულია.
შეგახსენებთ, რომ რიყის პარკის და ტელეკომოანია "იმედის" სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. დღეს კი, საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე პროცესი ჩაინიშნა, სადაც დაცვის მხარის შუამდგომლობას, უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე განიხილავენ.