"საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს"

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ.

როგორც პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად.

"სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.