გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო

გიგი უგულავას საქმის პროცესი, რომელიც თბილსერვისისა და რიყის პარკის ეპიზოდებს ეხებოდა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო.

პროცესის გადადების შუამდგომლობით დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა, მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ დღეს 17:00 საათზე ჩაინიშნა პროცესი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა განიხილონ.

დღესვე, დაცვის მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ გიგი უგულავა პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. აღნიშნულ საკითხს მოსამართლე ლილი მსხილაძე სწორედ 5:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე განიხილავს.

გიგი უგულავას ადვოკატის განცხადებით, ისინი დღეს უპირობოდ ელოდებიან გიგი უგულავას გათავისუფლებას.