მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ემსჯელა, განხილვის გარეშე დატოვა.
როგორც ლაშა ჩხიკვაძემ აღნიშნა, ის ამ მოცემულ საკითხზე მოკლებულია შესაძლებლობას, სხვა სისხლის სამართლის საქმის სამართლებრივი შეფასება აწარმოოს.
მოსამართლის თქმით, შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მისამართით არის დაყენებული, შესაბამისად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას ის მოსამართლე მიიღებს, რომელსაც ეს საქმე დაეწერება.
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შესვენებაა, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რომელი მოსამართლე განიხილავს გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას შუამდგომლობას.